ძრავის CO ზე შემოწმება

თუ გსურთ ავტომობილის კომპიუტერული დიაგნოსტიკა დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე

ძრავის CO ზე შემოწმება იმისათვის, რომ ავტომობილის ძრავა გამართულად მუშაობდეს, საწვავის ხარჯი ოპტიმალური იყოს და გაგრილების სისტემაში აირები არ გადავიდეს, ავტომობილის სისტემების განსაკუთრებული შემოწმებაა საჭირო.

ჰაერის სისტემის შემოწმება ბოლით ხდება, ასე დგინდება, არის თუ არა ძრავში შემავალი ჰაერის სისტემის ჰერმეტულობა დარღვეული.

მნიშვნელოვანია, რომ მთლიანი სისტემა უნდა იყოს ჰერმეტულად დახურული. სხვა შემთხევაში, ძრავში საჭიროზე მეტი ჰაერი შედის.

ასედ დროს, ჰაერმზომი ვერ აღიქვამს იმ ჰაერს, რაც მზომის გვერდის ავლით შედის ძრავში. ეს კი წვის პროცესის შეცვლას იწვევს. შესაბამისად იცვლება საწვავის მოხმარებაც.

ჩვენთან ბოლზე შემოწმება ჰაერის სისტემაზე სპეციალური აპარატით უშვებენ და თუ სადმე დაზიანებულია ბოლი სწორედ იმ ადგილებში გამოვა.

რაც შეეხება ძრავის გაგრილების სისტემაში CO-ს შემოწმებას.

თუკი ცილინდრთა ბლოკის თავის შუასადები დახიანებულია, ძრავის მიერი საწვავის აფეთქებისას გამოყოფილი ნივთიერებები CO წნევით ძრავის გაგრილების სისტემაში გადადის.

გადასული აირები სისტემაში გროვდება და ხელს უშლის ცირკულაციას შესაბამისად, ძრავა ვეღარ გრილდება ოპტიმალურად.

ამ აირების გამო მილები იბერება, ძრავის გაგრილების სითხე მალე დუღდება და ძრავს ექმნება პრობლემა.

ძრავის CO ზე შემოწმება პერიოდულად საჭიროა თქვენი ავტომობილის ჰაერის სისტემის ჰერმეტულობა და ძრავის გაგრილების სისტემა, რათა თავიდან აირიდოთ ძრავის სერიოზული პრობლემები.

ახლა კი გავარკვიოთ, თუ რა მიგვითითებს ძრავის ჰერმეტულობის პრობლემებზე?

ბოლი ჯანსაღ, გამართულ ავტომობილს არ აქვს, შესაბამისად ის ყოველთვის გარკვეულ ინფორმაციას გვაძლევს იმის შესახებ თუ რა ხდება ძრავის შიგნით.

》თეთრი ბოლი – შესაძლოა მიუთითებდეს, რომ გაგრილების სითხე შედის წვის კამერაში.

》ლურჯი ან მონაცრისფრო ბოლი – მიუთითებს ზეთის წვის პროცესზე, თუმცა ასევე შესაძლოა ძრავის ჰერმეტულობის დარღვევის ერთ-ერთი შედეგიც იყოს.

ძრავის ჰერმეტულობის დარღვევა სერიოზულ შედეგებს იწვევს – ძრავის გადახურება, ზეთის და წყლის შერევა, მუშაობის შეფერხება და საბოლოოდ ძრავის გაფუჭება.

CO2-ის ტესტი და ბოლზე დაკვირვება უმარტივესი და ყველაზე ეფექტური გზებია პრობლემის ადრეულ ეტაპზე გამოსავლენად და რაც უფრო ადრე გამოვლინდება პრობლემა, მით ნაკლები ზიანი მიადგება ძრავს.

ასევე შესაძლებელია ავტომობილის სრული კომპიუტერული დიაგნოსტიკა

დახმარება?