აალების სანთლების შეცვლა ავტომობილის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც უშუალოდ პასუხისმგებელია ძრავის სწორ და ეფექტურ მუშაობაზე.
ისინი აწარმოებენ ნაპერწკალს, რომელიც აალებს საწვავ-ჰაერის ნარევს ცილინდრებში და ამ პროცესის შედეგად ავტომობილი იწყებს მოძრაობას. სწორედ ამიტომ, სანთლების გამართულობა და დროული შეცვლა ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ავტომობილის გამართულობისთვის, ისე საწვავის ეკონომიისა და ეკოლოგიისთვისაც.
სანთლების შეცვლის საჭიროება ჩვეულებრივ დგინდება ავტომობილის მწარმოებლის რეკომენდაციების მიხედვით, რომელიც მითითებულია ტექნიკურ პასპორტში.
საშუალოდ, სანთლები იცვლება 20 000-დან 60 000 კილომეტრის გავლის შემდეგ, თუმცა ეს მაჩვენებელი დამოკიდებულია როგორც აალების სანთლების ხარისხზე, ასევე საწვავის ხარისხზე.
როგორ ხდება სანთლების შეცვლა?
რა უნდა გავითვალისწინოთ სანთლების შეცვლისას?
აუცილებელია გამოიყენოთ მხოლოდ ავტომობილის VIN კოდით რეკომენდირებული სანთლები, რადგან არასწორად შერჩეულმა სანთლებმა შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს ძრავს.
აგრეთვე, რეკომენდირებულია სანთლების შეცვლისას პარალელურად შემოწმდეს ანთების კოჭა (ბაბინა) და საჭიროების შემთხვევაში, შეცვალოთ ისინი.
აალების სანთლების შეცვლა უზრუნველყოფს ავტომობილის გამართულ მუშაობას, საწვავის ეკონომიას და გარემოს დაცვის სტანდარტების დაცვას.
უმჯობესია სანთლების შეცვლა მიანდოთ პროფესიონალ მექანიკოსს. ასე თავიდან აიცილებთ ზედმეტ ხარჯს და უზრუნველყობთ თქვენს უსაფრთხოებას გზაზე.
აალების სანთლების შეცვლა აუცილებელია. დაგვიკავშირდით 595 53 63 81