თუ მანქანა არ იქოქება, ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა, რომელსაც მძღოლები ხშირად აწყდებიან. ზოგ შემთხვევაში პრობლემა მარტივად მოგვარდება, მაგალითად როცა აკუმულატორი დამჯდარია, თუმცა ზოგჯერ მიზეზი უფრო სერიოზულია და საჭირო ხდება ავტომობილის სრული კომპიუტერული დიაგნოსტიკა.
თანამედროვე ავტომობილებში ბევრი სისტემა ერთმანეთთან არის დაკავშირებული, ამიტომ როდესაც მანქანა არ იქოქება, მიზეზი შეიძლება იყოს აკუმულატორი, საწვავის სისტემა, ანთების სისტემა(აალების სანთლები) ან სხვა ტექნიკური პრობლემა.
ასეთ სიტვაციებში ხშირად საუკეთესო გამოსავალია მანქანის დიაგნოსტიკა გამოძახებით, რადგან სპეციალისტი ადგილზე ამოწმებს ავტომობილს და სწრაფად ადგენს პრობლემის რეალურ მიზეზს.
ქვემოთ განვიხილავთ 10 ყველაზე გავრცელებულ მიზეზს, რის გამოც მანქანა შეიძლება არ იქოქებოდეს.
ყველაზე ხშირი მიზეზი, რის გამოც მანქანა არ იქოქება, არისმ როცა აკუმულატორი დამჯდარია. თუ აკუმულატორი დამჯდარია, სტარტერი ვერ მიიღებს საკმარის ენერგიას და ძრავი ვერ დაიქოქება.
აკუმულატორის პრობლემის ნიშნებია:
ხშირ შემთხვევაში პრობლემა შეიძლება მოგვარდეს აკუმულატორის დამუხტვით ან შეცვლით.
სტარტერი არის მექანიზმი, რომელიც ძრავის დაქოქვას უზრუნველყოფს. თუ სტარტერი დაზიანებულია, მანქანა ვერ დაიქოქება.
სტარტერის პრობლემის ნიშნებია:
ასეთ შემთხვევაში აუცილებელია ავტომობილის შემოწმება სპეციალისტის მიერ.
საწვავის ტუმბო უზრუნველყოფს საწვავის მიწოდებას ძრავამდე. თუ ტუმბო დაზიანებულია ან არ მუშაობს სწორად, საწვავი ძრავამდე ვერ მივა და მანქანა ვერ დაიქოქება.
ხშირად საწვავის ტუმბოს პრობლემის დროს:
ასეთ სიტუაციაში საჭიროა სისტემის სრული შემოწმება.
ინჟექტორები პასუხისმგებელია საწვავის სწორ მიწოდებაზე. როდესაც ისინი დაბინძურებულია, ძრავი ვერ იღებს საკმარის საწვავს და მანქანა შეიძლება ვერ დაიქოქოს.
ინჟექტორების პრობლემის ნიშნებია:
ასეთ შემთხვევაში ხშირად საჭიროა ინჟექტორების გაწმენდა, რათა საწვავის სისტემა სწორად იმუშაოს.
ანთების სისტემა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ძრავის დაქოქვაში. თუ სანთლები ან ანთების კოჭები დაზიანებულია, მანქანა ვერ დაიქოქება.
პრობლემის ნიშნებია:
ამ დროს აუცილებელია სისტემის დიაგნოსტიკა.
თანამედროვე ავტომობილებში ბევრი სენსორია, რომლებიც აკონტროლებენ ძრავის მუშაობას. თუ რომელიმე სენსორი დაზიანებულია, კომპიუტერმა შეიძლება დაბლოკოს ძრავის დაქოქვა.
ამ შემთხვევაში საჭიროა კომპიუტერული დიაგნოსტიკა, რომელიც აჩვენებს შეცდომის კოდებს და პრობლემის ზუსტ მიზეზს.
ზოგჯერ პრობლემა ძალიან მარტივია — მანქანაში უბრალოდ არ არის საკმარისი საწვავი ან საწვავი დაბალი ხარისხისაა.
ცუდი საწვავი შეიძლება გამოიწვიოს:
ამიტომ ყოველთვის რეკომენდებულია ხარისხიანი საწვავის გამოყენება.
ავტომობილის ელექტრო სისტემაში არსებული პრობლემებიც ხშირად იწვევს დაქოქვის სირთულეს.
ეს შეიძლება იყოს:
ასეთ შემთხვევაში საჭიროა ავტომობილის დეტალური შემოწმება.
თუ მანქანა საერთოდ არ რეაგირებს დაქოქვის მცდელობაზე, მიზეზი შეიძლება იყოს ძრავის მექანიკური დაზიანება.
მაგალითად:
ეს უკვე უფრო სერიოზული პრობლემებია და აუცილებელია სპეციალისტის დახმარება.
ზოგიერთ ავტომობილში უსაფრთხოების სისტემამ შეიძლება დაბლოკოს ძრავის დაქოქვა.
ეს ხშირად ხდება:
ამ დროს საჭიროა ავტომობილის ელექტრონული სისტემის შემოწმება.
თუ მანქანა არ იქოქება და მიზეზი უცნობია, რეკომენდებულია სწრაფად ჩატარდეს ავტომობილის შემოწმება.
ასეთ სიტუაციაში კარგი გამოსავალია მანქანის დიაგნოსტიკა გამოძახებით, რადგან სპეციალისტი მოდის თქვენს ლოკაციაზე და ადგილზე ამოწმებს ავტომობილს.
პროფესიონალური დიაგნოსტიკა საშუალებას იძლევა სწრაფად გამოვლინდეს პრობლემა და თავიდან აიცილოთ უფრო სერიოზული დაზიანებები.
მანქანა შეიძლება არ იქოქებოდეს, როცა აკუმულატორი დამჯდარია, საწვავის სისტემის პრობლემის, ანთების სისტემის დაზიანების ან სენსორების გაუმართაობის გამო.
ზოგ შემთხვევაში პრობლემა შეიძლება მარტივად მოგვარდეს, თუმცა უმჯობესია ავტომობილი შეამოწმოს სპეციალისტმა სპეციალური კომპიუტერული დიაგნოსტიკის აპარატით
ხშირ შემთხვევაში კომპიუტერული დიაგნოსტიკა რამდენიმე წუთში აჩვენებს პრობლემის მიზეზს.